საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორგანიზაცია "საფარის" ევროკავშირიდან დაფინანსების შესახებ პოსტს ავრცელებს.

"ორგანიზაცია "საფარს", რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას, აორგანიზებს აქციებს არჩეული ხელისუფლების დამხობის მოწოდებით და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის.

სულ ესაა, რაც უნდა ვიცოდეთ ბრიუსელის და ექსტრემიზმის ურთიერთკავშირის შესახებ", - წერტს შალვა პაპუაშვილი.