პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში ბოევიკები ორ სამგზავრო ავტობუსს თავს დაესხნენ და ეთნიკური ნიშნით სულ მცირე 9 ადამიანი მოკლეს.
როგორც ერთ-ერთმა გადარჩენილმა მედიას განუცხადა, ბოევიკებმა ერთი ავტობუსიდან 7 მგზავრი გადაიყვანეს, მეორიდან კი 3. მისი თქმით, მან არ იცი, მათ რა გაუკეთეს, თუმცა სროლის ხმა გაიგო.
მედიის ცნობით, მოკლულები პუნჯაბის პროვინციის მაცხოვრებლები არიან და მათ ეთნიკურ ნიშნით გაუსწორდნენ.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ავტობუსები ბელუჯისტანის დედაქალაქ კვეტადან პენჯაბის პროვინციაში მიემართებოდნენ. ავტობუსები ჟობისა და ლორალაის რაიონებში გააჩერეს, მებრძოლებმა ავტობუსებიდან რამდენიმე მგზავრი გადმოიყვანეს და მოკლეს.
მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ცხედრები მთებში იპოვეს. თითოეულ მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვთ მიღებული.
პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ მომხდარი დაგმო და პასუხისმგებლობა „ბალოჯისტანის გამათავისუფლებელ არმიას“ დააკისრა, რომელთაც, პრეზიდენტის თქმით, პაკისტანში ქაოსისა და არასტაბილურობის გავრცელება სურთ.