გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ინფორმაციით, რომელიც პარასკევს გავრცელდა, ღაზას სექტორში, აშშ-სა და ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ფონდების ორგანიზებულ ჰუმანიტარულ პუნქტებთან, ასევე სხვა დახმარების სააგენტოების კოლონებთან ახლოს, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში მინიმუმ 798 მკვლელობა დააფიქსირა. 

მედიის ცნობით, ფონდი ღაზაში მარაგების შესატანად იყენებს აშშ-ის კერძო უსაფრთხოებისა და ლოჯისტიკის კომპანიებს, ძირითადად გაეროს სისტემის გვერდის ავლით, რომელიც, ისრაელის თქმით, "ჰამასის" მებრძოლებს საშუალებას აძლევს, გაძარცვონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება. "ჰამასი" ბრალდებებს უარყოფს.

ისრაელის ძალების მოქმედების ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებამდე მიღწევის მცდელობისას, ასობით პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, გაერომ თავისი დახმარების მოდელი "თვიდანვე სახიფათოდ“ და ჰუმანიტარული მიუკერძოებლობის სტანდარტების დარღვევად შეაფასა.