20 ივნისის საქმეზე რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება - გზა გადაკეტილია. პროკურატურის ინფორმაციით, საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის საუბარია მოქმედებებზე დაზარალებულთა მონაწილეობით.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 20-21 ივნისს, თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაავალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაგეგმვის და ძალის გადამეტების მიზნით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეფექტური გამოძიების ჩასატარებლად, დაზარალებულების მონაწილეობით, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას, სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება," - აცხადებს პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი.