"რამდენიმე ხსნის წინ ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და მითხრა: ბატონო პრეზიდენტო, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ირანის საკითხის მოგვარებაში, მე ვუპასუხე, გააკეთე სიკეთე, მე მოვაგვარებ ირანის საკითხს და შენ დამეხმარე უკრაინასთან შენი კონფლიქტის მოგვარებით" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა-რუსეთთს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით, დიდ ცვლილებებს არ გამორიცხავს.
"რადგან საუბარი რუსეთს შეეხო, მინდა გითხრათ, ჩვენ ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. რამდენიმე ხსნის წინ ვლადიმერ პუტინმა დამირეკა და მითხრა: ბატონო პრეზიდენტო, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით ირანის საკითხის მოგვარებაში, მე ვუპასუხე, გააკეთე სიკეთე, მე მოვაგვარებ ირანის საკითხს და შენ დამეხმარე უკრაინასთან შენი კონფლიქტის მოგვარებით. ვუთხარი ხაზგასმით, რომ ეს აუცილებელია. ამიტომაც, ახლა არაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ამ კუთხით აუცილებლად მოხდება რაღაც", - აცხადებს დონალდ ტრამპი.