პუტინი და ტრამპი მორიგ შეხვედრას ბუდაპეშტში გამართავენ. რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ომის დასრულების საკითხზე რუს კოლეგასთან, სავარაუდოდ, ორ კვირაში, უნგრეთში ისაუბრებს.

განცხადება გაავრცელა ორბანმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მშვიდობის სამიტისთვის უნგრეთი უკვე ემზადება.

დაანონსებულ მოლაპარაკებამდე დღეს ტრამპი ზელენსკის შტატებში შეხვდება.