„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამ პერიოდმა აჩვენა, რომ კანონმა ვერ უზრუნველყო საქართველოს დაცვა გარედან დაფინანსებული ორგანიზაციების ქმედებებისგან, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს არ იცავენ და პირიქით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ძირს უთხრიან როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს, ასევე დემოკრატიას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დაეყრდნონ ყველაზე სანდო და ეფექტურ მექანიზმს, როგორიც არის „ფარა“.

„ცხადია, გამოწვევების წინაშე ყველა დემოკრატია დგას, მათ შორის საქართველოც, და ჩვენ გვჭირდება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დაცულობის მტკიცე და სამართლიან გარანტიებს შექმნის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.