"საარჩევნო კამპანია დაიწყო და ტრადიციულად, რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ სიცრუის კამპანია",- ამის შესახებ ჯუმბერ ოზორია სოციალურ ქსელში წერს და ჩხოროწყუელებს მიმართვას.

ტექსტს mpress.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო ჩხოროწყუელებო,
საარჩევნო კამპანია დაიწყო და ტრადიციულად რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ სიცრუის კამპანია… 
ცრუ ბრალდებები და გამოგონილი ისტორიები ჩვენი ქვეყნის ოპოზიციის ხელწერაა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო - ნათქვამია და ოპოზიციაც ვერა და ვერ გადაეჩვია სიცრუით და ცილისწამებით ბრძოლას პოლიტიკური ოპონენტების წინაამღდეგ. თუ ხელისუფლებაში ყოფნისას პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებდნენ ან ფიზიკურად ანადგურებდნენ, დღეს ბრძოლის იარაღად მხოლოდ ცილისწამება და სიცრუის ტირაჟირება შერჩათ…

მე არ მოვყვები ჩემი განვლილი გზის შესახებ, თითოეულმა ჩხოროწყუელმა იცის ეს გზა რაოდენ რთული და სახიფათო იყო, თუმცა ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ხალხისთვის ყოველთვის მზად ვიყავი და ვარ, რომ თუნდაც გაუვალი ბილიკები გავთელო და ასე იქნება მუდამ….

არ ვაპირებ გესაუბროთ იმ ცრუ ბრალდებებზე, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ, მე ამაზე საუბარს ვერ ვაკადრებ ჩემს ჩხოროწყუელებს, რადგან თქვენ ყველაზე კარგად უწყით ჩემი განვლილი გზა და ჩემი ცხოვრების წესი… კოჩანა უპირველეს ყოვლისა….

პს: სტუმრად მყოფნი პოლიტიკოსები არჩევნების დამთავრებისთანავე თავისივე  ბრალდებებით და სიცრუით დაუბრუნდებიან ჩვეულ ადგილას, ჩვენ კი ისევ გავაგრძლებთ ერთად ცხოვრებას,მუშაობას ჩხოროწყუს უკეთესი მომავლისთვის",- წერს იზორია.

ჯემალ ღამბაშიძე