საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმას ეხმაურება.
„დავდგეთ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

7 ივნისს, დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა. დანიური მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია.