გაიგეთ ისე, როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების მიერ ჩეხეთის დამარცხებას, რომელსაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს.

 

„დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ელოდა თუ არა ის საქართველოს გამარჯვებას, დადებითი პასუხი გასცა.

 

„ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ ისე, როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა.