პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, კვლავ 83 ხმით მიიღო. კენჭისყრას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, კანონპროექტის მომხსენებელი მამუკა მდინარაძე.

 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მამუკა მდინარაძემ „სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა“.

 

პირველი მოსმენისგან განსხვავებით, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მივლინებით იმყოფება და ამიტომ დღეს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. თუმცა სხდომას დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გივი ჭიჭინაძე, რომელიც კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრის დროს სხდომაზე არ იმყოფებოდა.

წყარო: რადიო "თავისუფლება"