"საუბარია ასიათასობით ადამიანის აქტიური საარჩევნო ხმის შეზღუდვაზე, რადგან ეს ხალხი სწორედაც იმ პარტიებს უჭერდა მხარს, რომლის აკრძალვასაც აპირებენ," - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ისაუბრა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლომდე ბრძოლას აპირებს.
"მარტო "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბარი არ არის, ათამდე პარტიაზეა საუბარი, ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ათეულობით და ასეულობით ადამიანის პასიური საარჩევნო უფლების შეზღუდვაზე, არამედ, მათივე დათვლით, ასიათასობით ადამიანის აქტიური საარჩევნო ხმის შეზღუდვაზე, რადგან ეს ხალხი სწორედაც იმ პარტიებს უჭერდა მხარს, რომლის აკრძალვასაც აპირებენ. გეგმა არის მარტივი - ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, გვქონდეს კომუნიკაცია ხალხთან, გავმართოთ აქციები," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირას წარედგინება. "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს. სარჩელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 450-გვერდიანი ანგარიშის საფუძველზე მომზადდა.