საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დააპატიმრეს.

ნიკოლა სარკოზი ციხეში ცოტა ხანში მივიდა. დილიდან, მის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბნენ მეგობრები და მხარდამჭერები. ექსპრეზიდენტი მათ მეუღლესთან, კარლა ბრუნისთან, ერთად მიესალმა.

"ლა სანტეს" ისტორიულ ციხეში პარიზის ქუჩების გავლით სარკოზის კორტეჟი პოლიციამ მიაცილა.

ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით პატიმრობა შეუფარდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში, ლიბიელი დიქტატორის მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმეზე.