სანაე ტაკაიჩიმ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში და იაპონიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

64 წლის კონსერვატორი იაპონიის "რკინის ლედის“ სახელითაა ცნობილი - ის ყოფილი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თაყვანისმცემელია.

როგორც BBC იუწყება, ეს მისი მესამე მცდელობაა, გახდეს იაპონიის ლიდერი და, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მეოთხე პრემიერ-მინისტრია თავისი საკამათო ლიბერალური-დემოკრატიული პარტიიდან.

მედიის ცნობით, სანაე ტაკაიჩი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის რადიკალურ ფრთას მიეკუთვნება და გარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს პროტეჟეა.