ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, დღეს, შეფასებისგან თავს შეიკავებს და ევროკავშირის საელჩოს პოზიციას დაელოდება.

"ხელისუფლება "მოღალატეა", "რუსის სტავლენიკი", "სიმსივნე" - ადამიანების ზიზღით დამუხტვის მიზნის მქონე ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამფინანსებელი ევროკავშირის საელჩოა.

შეფასებისგან, დღეს, თავს შევიკავებ. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის საელჩოს მისი ფულით სიძულვილის გაღვივებაზე", - წერს პაპუაშვილი.