ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება. გაეროს ინფორმაციით, ზავის ამოქმედების შემდეგ, ანკლავში ყოველდღიურად, საშუალოდ, 560 ტონა საკვები შედის, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. ანგარიშში, წერია, რომ კონტროლს აღარ ექვემდებარება ინფექციური დაავადებები. 36 საავადმყოფოდან მხოლოდ 13, ისიც ნაწილობრივ ფუნქციონირებს. პარალელურად, მედია წერს, რომ "ჰამასი" დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას არღვევს.

ტერორისტულ ორგანიზაციას ისრაელისთვის 19 მძევლის ცხედარი ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია. ნეთანიაჰუ მრჩევლებთან სამოქმედო გეგმის განხილვას გეგმავს. ტრამპი კი ამბობს, რომ თუ "ჰამასი" ღაზაში ადამიანების ხოცვას გააგრძელებს, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების განადგურების გარდა, სხვა გზა აღარ იქნება.