ჩრდილოეთ ირლანდიაში, ლონდონერში, სწავლის დაწყებიდან 70 წლის შემდეგ, მარიეტ მაკფარლენდმა საბოლოოდ დაამთავრა უნივერსიტეტი და ინგლისური ლიტერატურის დიპლომი მიიღო.
"ძნელი დასაჯერებელია და საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა", - თქვა მან.
90 წლის ქალი, სამშაბათს, ბელფასტში, ღია უნივერსიტეტის ცერემონიაზე 300-ზე მეტ კურსდამთავრებულს შორის ყველაზე ასაკოვანი იყო.
მისი ისტორია მონდომების, მოთმინებისა და მეგობრების, მასწავლებლებისა და ოჯახის წევრების მცირე დახმარების ისტორიაა, - წერს BBC.
ქალბატონი მაკფარლენდი 1960-იან წლებში, დუბლინის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ სწავლის გაგრძელებაში სიყვარულმა შეუშალა ხელი. მისი თქმით, ვიდრე დიპლომს აიღებდა, სწავლა მიატოვა და დაქორწინდა.
მიუხედავად იმისა, რომ სწავლის გასაგრძელებლად რამდენიმე წელი დასჭირდა, მან გადაწყვიტა, ავტოკატასტროფის შემდეგ, გამოჯანმრთელების პროცესში ღია უნივერსიტეტში გაეგრძელებინა სწავლა.
"ცოტა თავისუფალი დრო მქონდა და ვიფიქრე, "მინდა რაღაც გავაკეთო", - აღნიშნა მაკფარლენდმა.