აშშ-ში, ტეხასის შტატში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და სატვირთო მანქანებს შეეჯახა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

მედიის ცნობით, თვითმფრინავი რამდენიმე დაპარკინგებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რამაც მყისიერი აალება გამოიწვია.

სახანძრო სამსახურის განცხადების თანახმად, მეხანძრე მაშველებმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ერთდროულად რამდენიმე შეტყობინება მიიღეს და ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში გამოცხადდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

"შეჯახების შედეგად დაზიანდა სულ მცირე ათი სატვირთო მანქანა, რომლებსაც ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ასევე გამოიწვია ბალახის აალება, რომლის ლოკალიზებაც მოხერხდა“, - ნათქვამია სახანძრო სამსახურის განცხადებაში.

ავიაკატასტროფის საქმეზე გამოძიებას ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო აწარმოებს.