აშშ-ში,ფლორიდაში, 280 კილოგრამიანი მამაკაცი საკუთარი სახლიდან ამწისა და ტვირთის გადასატანი პალეტის გამოყენებით გამოიყვანეს. შოკისმომგვრელი კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, დამოუკიდებლად სახლიდან გამოსვლა კი, ვერ ძეძლო. ის კარიდან ვერ ეტეოდა და კიბეებზე ჩასვლაც არ შეეძლო.

მაშველებმა, ამწის და სატვირთო მანქანის გამოყენებით, მამაკაცის სახლიდან გამოყვანა და საავადმყოფოში გადაყვანა შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, მამაკაცის სახლიდან გამოსაყვანად მაშველებს ბინის კედლის ნაწილის და აივნის მოაჯირების ნაწილის ამოჭრა მოუწიათ. მეხანძრეებმა დაზარალებული ფრთხილად დააწვინეს მყარ პალეტაზე და 6 მეტრის სიმაღლიდან მიწაზე ჩაუშვეს, სადაც მას სასწრაფო დახმარების მანქანა ელოდა. ამის შემდეგ, პარამედიკოსებმა ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადაუდებელი დახმარებისთვის გადაიყვანეს.