საფრანგეთში, ლიონთან ახლოს, ვილფრანშ-სიურ-სონში სამრეწველო შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ზონიდან 800 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე დაახლოებით 100 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
როგორც პრეფექტმა სოციალურ ქსელში დაწერა, ვილფრანშ-სიურ-სონში, ხანძარი საავტომობილო აღჭურვილობის წარმოებისთვის გამოყენებულ სამრეწველო შენობას გაუჩნდა.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად 6 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიწვა. ამჟამად ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს.
ძლიერი ხანძრის შედეგად 6 სკოლის მუშაობა შეჩერებული იყო, თუმცა მათი ბლოკირების ბრძანება უკვე მოხსნილია. ხანძრის გამო 300 მეტრის რადიუსზე შექმნილი უსაფრთხოების პერიმეტრი ჯერ კიდევ ძალაშია.