Meta-მ Instagram-ის ყველაზე მასშტაბური "მოზარდების ანგარიშების" განახლება დაიწყო, რომელიც, მათი თქმით, PG-13 ფილმის რეიტინგის საფუძველზე ახალ დაცვას გულისხმობს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

 

სამშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ ამ კვირიდან 18 წლამდე მოზარდები ავტომატურად განთავსდებიან განახლებულ "13+" კონტენტის პარამეტრში, რომელიც განსაზღვრავს, თუ რისი ნახვა შეეძლებათ მათ პლატფორმაზე.

Instagram-ის მშობელი კომპანიის, Meta-ს თქმით, ახალი პარამეტრი შექმნილია იმისთვის, რომ ასახოს ის კონტენტი, რომელსაც მოზარდები შეიძლება წააწყდნენ PG-13 რეიტინგის მქონე ფილმებში, ენის, თემებისა და ვიზუალური მასალის უფრო მკაცრი კონტროლით.

"ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეალურად ვისაუბროთ მშობლების ენაზე, რომლებიც ბევრად უფრო კარგად იცნობენ ფილმების რეიტინგებს, რაც Instagram-ის მომხმარებლებისთვის ნაცნობ მოდელს ქმნის“, - განაცხადა Meta-ს საზოგადოებრივი პოლიტიკის გლობალურმა დირექტორმა, ტარა ჰოპკინსმა.

ცნობისთვის, PG-13 არის კონტენტის რეიტინგის გავრცელებული ტიპი, რომელიც გამოიყენება გასართობ მედიაზე, როგორიცაა ფილმები და სატელევიზიო შოუები, რაც ჩვეულებრივ ნიშნავს "მშობლის გაფრთხილებას: ზოგიერთი მასალა შეიძლება შეუფერებელი იყოს 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის". ქვეყნები და ორგანიზაციები ამ რეიტინგს იყენებენ.