იაპონიაში, 71 წლის მამაკაცს სოკოს კრეფის დროს დათვი დაესხა და თავი მოაგლიჯა. ხელისუფლება დათვების საფრთხის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
მედიის ცნობით, 71 წილის პენსიონერი ფუჯივარაიოიოში, რომელიც ქალა შიზუკუიშის მკვიდრია ოთხშაბათს, სოკოს დასაკრეფად წავიდა და გაუჩინარდა.
სამართალდამცველებმა მისი დანაწევრებული სხეულის პოვნის შემდეგ დაასკვნეს, რომ მამაკაცი დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. მას სხეულზე დიდი ზომის ნაიარევები ჰქონდა.
"71 წლის მამაკაცი, რომელიც ტყეში სოკოს კრეფის შემდეგ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს. ნაკაწრების გამო, ვვარაუდობთ, რომ მას დათვი დაესხა თავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ ისინი დათვების გამოჩენას ელოდნენ, რადგან მათი დასახლების ირგვლივ ბევრი ფერმაა, თუმცა ვერ იფიქრებდნენ, რომ დათვები ადამიანებს დაესხმებოდნენ თავს.