მოძრაობა "რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად მიდის და შემდეგ შეუერთდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას.
"გამოკვლევაზე მივდივარ და დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
საკანონმდებლო ორგანოსთან პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორბელიანის მოედანზე კი საპოლიციო ძალები პერიოდულად წყლის ჭავლს და ე.წ. გაზის კაფსულებს კვლავ იყენებენ. სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგებულია ლეონიძის ქუჩაზეც.