სლოვაკეთში, სოფელ იაბლონოვ-ნად-ტურნოუს მახლობლად, ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა.

პოლიციის ცნობით, მატარებლებში უამრავი მგზავრი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"როჟნიავის რაიონში, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ჩქაროსნული მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილზე ხუთი სასწრაფო დახმარების მანქანა და ერთი ვერტმფრენი იყო მობილიზებული", – ნათქვამია სამაშველო სამსახურის ინფორმაციაში.