ჩილეში, პლანეტის ყველაზე მშრალ უდაბნოში, ძლიერი წვიმების შემდეგ იშვიათი მოვლენა დაფიქსირდა: ის ყვავილების იისფერ-ვარდისფერი ხალიჩით დაიფარა. ეს ყვავილობა მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ხანმოკლეა: ნოემბრისთვის ყვავილები ქრება. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ამჯერად, უდაბნოში 60 მილიმეტრამდე ნალექი მოვიდა, რამაც ყვავილების თესლს აღმოცენების საშუალება მისცა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში კლდოვან ნიადაგში მიძინებული იყო.

ამ უჩვეულო ფენომენში მთავარ როლს ასრულებს Cystane longishoti-ი, მცენარე, რომელიც უდაბნოს იასამნისფერ-ვარდისფერ ელფერებში ღებავს.

ანდრეს ბელოს უნივერსიტეტის მეცნიერები ამ ყვავილის სწავლობენ, რათა გაიგონ, თუ როგორ უძლებს ის უკიდურეს სიცხეს და ტენიანობის ნაკლებობას.

ეს ცოდნა შეიძლება გვალვაგამძლე კულტურების განვითარებას დაეხმაროს, რაც გლობალური დათბობის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

2023 წლიდან, ატაკამას უდაბნოს 570 კვადრატული კილომეტრის მონაკვეთი "აყვავებული უდაბნოს“ ეროვნულ პარკად გამოცხადდა. იქ მცენარეების შეგროვება ან გათელვა აკრძალულია.