"ჰამასის" ტყვეობაში მყოფი 20-ვე ცოცხალი მძევალი გათავისუფლებულია. ამის შესახებ BBC იუწყება.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს ცოცხალი ისრაელელი მძევლების მეორე ჯგუფის წითელი ჯვრისთვის გადაცემა. მეორე ეტაპზე ისრაელს 13 მძევალი დაუბრუნეს.

13 მძევალი ამჟამად ღაზას სექტორში მდებარე IDF-ისა და ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს ძალებისკენ მიემართება.

დღეს, დილით ადრე, "ჰამასმა" მძევლის პირველი, 7 კაციანი ჯგუფი გაათავისუფლა.