ომი დასრულდა, უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს - რამდენიმე წუთის წინ ის თელ-ავივში ჩაფრინდა. ამერიკის პრეზიდენტს ბენ გურიონის აეროპორტში ბენიამინ ნეთანიაჰუ დახვდა.
ტრამპი ქნესეთში სიტყვით გამოვა და მძევლების ოჯახებს შეხვდება. მოგვიანებით ეგვიპტეში გაემგზავრება, სადაც საღამოს სამშვიდობო სამიტი იხსნება.