4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 14 პირს, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. დაკავებულების ნაწილი ღამით ზაჰესის იზოლატორში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, ჯამში, 9 პირი აიყვანა, შედეგად, საქმეზე დაკავებულების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა.

გამოძიების ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. რამდენიმე საათში გაიმართება 7 დაკავებულის პროცესი. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.