სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები "ჰექსოგენის" საქმესთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, დადგინდა ბრალდებულ დენის ჟურავლიოვის მიერ თბილისში, გლდანის რაიონში დაქირავებული კიდევ ერთი კონსპირაციული ბინა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა. შედეგად აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის კომპიუტერის მიკროსქემები, დოკუმენტები და ფულადი თანხა.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარეობს ამოღებული ნივთების კონკრეტული მიზნობრიობის შესწავლა.