გელა უძილაური ადასტურებს, რომ ლევან ჯანგველაძეს მან ესროლა. მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოს პირველ ჩვენებას აძლევს. უძილაურმა თქვა, რომ ჯანგველაძეს ძველი წყენები ვერ აპატია, მისი თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმირებული იყო და ისიც იცოდა, რომ ვაკეში პანაშვიდზე უნდა მისულიყო.

სხდომა, რომელზეც შესვენება იყო გამოცხადებული, ცოტა ხნის წინ განახლდა. მიმდინარეობს ბრალდებულის ჯვარედინი დაკითხვა. ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, ჭავჭავაძეზე მოკლეს. დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.