მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება დღეს თამარ ჩერგოლეიშვილი. "ფედერალისტების" ერთ-ერთ ლიდერს საქალაქო სასამართლოში 12:30 ელოდებიან.
დაბარების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პოლიტიკოსი ავრცელებს.
ჩერგოლეიშვილის გამოკითხვა რამდენიმე დღის წინ, ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით, მისსავე განცხადებას უკავშირდება.
ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში მან თქვა, რომ 4 ოქტომბრის სცენარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახლში განიხილავდნენ და პროცესში ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილიც.