მმართველი გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირას შევა. სარჩელის საფუძველი ის 450-გვერდიანი ანგარიშია, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო.

პარალელურად, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები პოლიტიკური პარტიების რეგულაციების შესახებ. სარჩელი ეხება "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადებას. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სარჩელი სამართლებრივად ბოლომდე იქნება გამართული და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი დეტალები, ვინ იქნება ობიექტი, როგორი იქნება სია და რა შინაარსი ექნება დოკუმენტს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას და ერთიანობისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

"ამ ქსოვილში ვერ იარსებებს პარტიული უჯრედი, იარსებებს მხოლოდ პატრიოტული უჯრედი, რომელიც იქნება დაფუძნებული ერთიანობაზე და წინააღმდეგობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, და ეს ბრძოლა იქნება აბსოლუტურად ეროვნული, პატრიოტული ჩარჩოების მიღმა და ცხადია, ამას სჭირდება დიდი ერთიანობა და წინააღმდეგობა. ერთიანობისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.