არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე.

ინფორმაციას, რომელსაც სოციალურ ქსელებში დაკავებულების ახლობლები ავრცელებენ, "კურიერი" შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს და უწყებისგან პასუხს ელოდება.

კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულებს, ჯერჯერობით, უცნობია.