"დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის პირობებში უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს.
"ჩვენ ვართ კონცენტრირებული დღევანდელ დღეზე და კონცენტრირებული ვართ იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს. ამის პირობას გაძლევთ მამუკა მდინარაძესთან ერთად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.