"იმედის" და ჰოლდინგში შემავალი კიდევ ორი არხის მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"ტელეკომპანია "იმედის" და ჰოლდინგში შემავალი არხების - "მაესტროსა" და "ჯიდიესის" მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა. გამოძიების მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება", - აღნიშნულია განცხადებაში.