თბილისის მიმდებარედ, მტკვარში, ათი დღის წინ დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლის კაცმა მდინარეში შეცურდა და ნაპირზე დაბრუნება ვეღარ შეძლო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.