ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველოში] სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, გახდა თუ არა ახალი ინიციატივის - კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარებასთან დაკავშირებით, წყარო სალომე ზურაბიშვილის განცხადებები.
"არა, უბრალოდ [სალომე ზურაბიშვილის განცხადებები] კარგი ვიზუალიზაციაა, რომ ადამიანებმა თანამედროვე გამოწვევებიდან გაიაზრონ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენი საზრუნავი და საფიქრალი არიან ის უცხოური ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერს უკვეთენ საქართველოში, მართავენ, სტიპენდიებს უნიშნავენ შემდეგ ასეთ ადამიანებს, აფინანსებენ იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ჩვენ სისხლით საქართველოს დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია, ახლა ბერლინში ჯდომით და სტიპენდიის აღებით, თუ აქ ჯდომით და სტიპენდიის აღებით, ბატონ გახარიას და ზურაბიშვილს ვგულისხმობ, აქ [საქართველოში] სახელმწიფოებრიობას უთხაროს ძირი ვიღაცა გადამთიელმა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
