დიდ ბრიტანეთში, პემბრუკშირში, მილფორდ ჰეივენის საშუალო სკოლის 15 წლის მოსწავლე, მასწავლებლის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილია, პოლიციამ ის უკვე დააკავა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, ისინი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:20 საათზე, პემბრუკშირში, მილფორდ ჰეივენის საშუალო სკოლაში გამოიძახეს.
სკოლის ზედამხედველმა კრის ნევმა განაცხადა, რომ მათ რეაგირება მოახდინეს მოსწავლის მიერ მასწავლებელზე იარაღით თავდასხმის შესახებ ინფორმაციაზე. "მასწავლებლის დაზიანება დანით მიყენებული ჭრილობა არ იყო“, - დასძინა მან.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო, პარასკევს სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაიმართება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
