საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ერთი ტყვიამფრქვევი, რასაც უკანონოდ ინახავდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს.