აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპას ისევ აკრიტიკებს. "ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს, სჯობს, გონს მოეგონ", - აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.
ტრამპი ამბობს, რომ კონტინენტი სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს.
ეს განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, "ეროვნული ლოცვის საუზმეზე" გააკეთა. ეს არის ტრადიციული ღონისძიება, რომელიც ყოველ წელს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს იმართება.
"მათ დიდი პრობლემები აქვთ იმიგრაციასა და ენერგეტიკაში. ევროპა საკუთარ თავს ანადგურებს, სჯობს, გონს მოეგონ. თუ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გაივლით, მას ვეღარ იცნობთ. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია", - აცხადებს ტრამპი.
