"არასერიოზულია, სამარცხვინოა" - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია "იმედისა" და "პოსტივის" დასანქცირების საკითხს.

როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან აღნიშნა, ბრიტანეთი ადამიანის უფლებების დაცვის სამშობლო მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ინგლისში არაფრად ფასობს არც მედიის თავისუფლება და არც ადამიანის სხვა უფლებები.

"ამ სანქციებს განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება, უბრალოდ ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპულ ბიუროკრატიაში. ამ ტრაგიკული მდგომარეობის გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომელიც ვიხილეთ.

არაფერი აღარ ფასობს დიდ ბრიტანეთში, რომელიც თავის დროზე, მიიჩნეოდა ადამიანის უფლებების სამშობლოდ და სამართლიანად მიიჩნეოდა, სწორედ ინგლისში იწყება ადამიანის უფლებების ისტორია. დღეს არაფრად ფასობს ამ ქვეყანაში არც მედიის თავისუფლება, არც ადამიანის სხვა უფლებები.

ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობამდე მიყვანა პროცესებმა ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის, ბრიტანული ბიუროკრატია, რაც სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა.

არასერიოზული, სამარცხვინოა - ეს არის მოკლე კომენტარი ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.