რუსთავი-თბილისის გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, კახეთის გზატკეცილზე, ორხევის ხიდთან ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდა.

 

წყარო:"ინფო რუსთავი"