დღეს, 28 სექტემბერს,  ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუგარეთთან ავარია მოხდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,  შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურმა ორი დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„ავტომობილის ასწრებდა და მოპირდაპირე მხარეს ბორდიურს შეეჯახა, რამდენჯერმე ამოყირავდა და სახურავზე დაეცა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა, ცოლ–ქმარი და ბავშვი“,– ამბობს თვითმხილველი „სამხრეთის კარიბჭესთან“

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.