ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა- "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
დაშავებულებს აღენიშნებათ მრავლობითი, ზედაპირული ტრავმები, ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ავარიის გამომწვევ მიზეზზე, მიმდინარეობს გამოძიება.
