სამტრედიაში ავარიის შედეგად 10პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.

დაშავებულები სამტრედიის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტების  მდგომარეობა სტაბილურია.

დაწყებულია გამოძიება.

როგორც ცნობილია, ავტობუსს მგზავრები სამეგრელოში გადაჰყავდა.