ცოტა ხნის წინ,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნასაკირალის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

 

პირველადი ინფორმაციით,  8 ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

mpress.ge  დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.