"ნაციონალური მოძრაობის" და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაღრაძის თქმით, გამოძიება მას არჩევნების ჩაშლისა და რევოლუციის მოწყობის მცდელობისკენ მოწოდებას ედავება.
"სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ, რამდენიმე წუთის წინ, დაკავებულია პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" და თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრი ზვიად კუპრავა.
გამოძიების მასალების მიხედვით, 2025 წლის 30 სექტემბერს ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო სადაც მან მოქალაქეებს მოუწოდა 4 ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ", - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.