ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურში სამგზავრო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შემთხვევა 7 ნოემბერს, გვიან ღამით

მოხდა.

როგორც ირკვევა, ავტობუსი მისივე მეპატრონის სახლთან იდგა და ცეცხლი ოჯახის წევრებმა გვიან ღამით შეამჩნიეს. მიკროავტობუსი სამგზავრო რეისს პერიოდულად თბილისამდე ასრულებდა. 

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა  ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს პირად კონფლიქტს უკავშირდება და მიკროავტობუსი დაწვეს