გერმანული მედია სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, გერმანიის პოლიციამ ქართველ წყვილზე თავდასხმის და სექსუალური ძალადობის საქმე გახსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაული ივნისში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში მოხდა . წყვილი პარკში 2 შვილთან ერთად (4 და 7 წლის) იმყოფებოდა.

თავდამსხმელები ქართველ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ცოლი კი მისი და შვილების თანდასწრებით გააუპატიურეს.

 

პოლიციამ 3 ბრალდებულები დააკავა - მათი ვინაობა გამომძიებლებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ცნობილი იყო.

 

სასამართლო პროცესი მომხდარზე ჯერ არ ჩანიშნულა.