ზუგდიდში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჟურნალისტ ირაკლი გუნიას გამოკითხვა დასრულდა.

როგორც სააგენტოსთან  geo news-ის ჟურნალისტი აცხადებს, მან უწყებას დეტალურად მიაწოდა  რადიკალური ჯგუფების მხრიდან პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტებზე.

"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივაწოდე ინფორმაცია 19 ნოემბერს ჩემს მიმართ განხორციელებული ბულინგის,შეურაცხყოფისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე.
უწყებას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება",-ამბობს ირაკლი  გუნია mpress.ge-სთან.